ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ეკიპაჟი მუშაობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
უწყების ცნობით, დაშავებული არავინაა.