მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 40 ხანძრის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 19  აქტიურია, 11 ლიკვიდირებული, 8 შემთხვევაზე კი ლოკალიზაციის პროცესი მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიურია. გარდა ამისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა,-  ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირებულია 40 ხანძრის შემთხვევა. 19 არის აქტიური, 11 ლიკვიდირებულია, ხოლო რვაზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი. სამუშაოებში ჩართულია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ასევე გურიის, იმერეთის აჭარის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენები, მიმდინარეობას აღდგენითი სამუშაოები”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები