თამარ გაბუნია: კორონავირუსის ახალ შტამს შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს
“ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა, მის უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის, ანუ არ დასტურდება მისი მაღალი დამაზიანებელი ზეგავლენა”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„სისტემური პასუხი ამ შტამთან მიმართებით იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ, გავრცელების შეფერხების მიზნით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ასევე ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებთ სხვა შტამებისთვისაც”, – აცხადებს თამარ გაბუნია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. იგი 50 წლის პირს აღმოაჩნდა, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.