საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღე – კონსტანტინოპოლში გადაღებული ფოტო

1933 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი კონსტანტინოპოლში 1990 წლის 4 მარტს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ასე ულოცავს მის უწმიდესობას დაბადების დღეს.
ფოტოზე: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია II და მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიოს პატრიარქი – დიმიტრიოს I სიგელით, საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ.
ამასთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო მეორე სიგელი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკლესია პატივდებული იქნა საპატრიარქო „ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები