საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაშია.
პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც.
აღსანიშნავია, რომ  ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას, პაატა იმნაძე არ აკონკრეტებს.
ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა, არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, მაგრამ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები