გიორგი გახარია – მაიკ პომპეოს: საქართველოში ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას

გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” აშშ -ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობას უხდის.

პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა.

„საქართველოში ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება”, – წერს გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები