ირაკლი ბერაია: რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის

“ზოგადად, ვიცით, რომ რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, ისევე როგორც რუსეთის განცხადებები და ქმედებები”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

„მთავარი ამოცანა არის რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაციის გზით იმისთვის, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულება.

რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის როგორც ევროპაში, ასევე, ევროატლანტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ – ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასაც. ამ კუთხით ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საერთო მიზნებისა და ამოცანების გარშემო ვმუშაობთ ერთობლივად. მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით არის საქმიანობის გაგრძელება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა იყოს უნივერსალური”, –  განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები