„მოვუწოდებ ემანუელ მაკრონსა და ფრანგულ ელიტას, ბატონებო, გამოგზავნეთ თქვენი ოჯახის წევრები  საქართველოში და ნახავთ, რა სიჩქარით  გაიქცევიან ისინი აქედან – საფრანგეთსაც გადაკვეთენ  და ლა მანშზეც ფეხით გადავლენ” – შალვა ნათელაშვილი

„მთავრობამ  ევროპაში თავისუფლად გადაადგილების ჩვენი ხალხის ისტორიული მონაპოვარი  შეზღუდა. ფაქტობრივად, აღდგენილია   საბჭოთა კავშირი”,  – ამის შესახებ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგულაცია საქართველოდან ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნით არის მიღებული.

„დღეს;შენგენის ზონაში გასასვლელად  გვჭირდება იმავე ორგაონების თანხმობა, ვინც არჩევნებს გვიყალბებს, სხვა შემთხვევაში, ჩვენი ფეხი ევროპაში აღარ იქნება.  ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარდაუვალ აუცილებლობას, რომ 2021 წელი ივანიშვილისთვის უკანასკნელი პოლიტიკური წელი უნდა იყოს. მთელი ერი უნდა დაირაზმოს ამ დიადი მიზნისკენ. დღეიდან საზღვრის კვეთისას საბუთების მთელი დასტა უნდა წარვადგინოთ და ლამის სიდედრის ცნობა მოითხოვეს წესიერი ყოფაქცევისთვის. აღნიშნული კანონი მიღებულია საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნით, მათი შს მინისტრი საქართველოში ბრძანდებოდა.

მე მოვუწოდებ საფრანგეთის პრეზიდენტს,  ემანუელ მაკრონსა და ფრანგულ ელიტას, ბატონებო, გამოგზავნეთ  თქვენი ოჯახის წევრები რამდენიმე თვე საქართველოში, ივანიშვილის საქართველოში  საცხოვრებლად, იმ ივანიშვილისა, რომელიც თქვენი მოქალაქეა და თქვენს ბიუჯეტში იხდის ჩვენს ქვეყანაში მოპარულ მილიონებს და  იმ პრეზიდენტის ქვეყანაში, რომელიც თქვენი უნიჭო დიპლომატია და აქ გამოგვიგზავნეთ დასასაქმებლად. გამოგზავნეთ თქვენი ოჯახის წევრები და ნახავთ, რა სიჩქარით  გაიქცევიან ისინი აქედან – საფრანგეთსაც გადაკვეთენ  და ლა მანშზეც ფეხით გადავლენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები