„კანონიერი ქურდი”, “ლავასოღლი” ოდესის აეროპორტში ვენების გადაჭრით იმუქრებოდა

“კანონიერი ქურდი”, “ლავასოღლი” ოდესის აეროპორტში ვენების გადაჭრით იმუქრებოდა

2021 წლის 3 იანვარს მინსკი-ოდესის რეისით უკრაინაში მინდია გორაძე, კრიმინალურ წრეებში “ლავასოღლის” სახელით ცნობილი “კანონიერი ქურდი” ჩაფრინდა.
როგორც რუსული პრესა წერს, ქართული წარმოშობის კრიმინალურ ავტორიტეტს თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, უკრაინელმა მესაზღვრეებმა “ლავასოღლის” უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის საშულება არ მისცეს და მისი უკან ბელორუსში გაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც მედია იუწყება, უკან თვითმფრინავში დაბრუნებისას გორაძემ დებოში მოაწყო და ვენების გადაჭრით დაიმუქრა, რის შემდეგაც თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურმა უარი განაცხადა მის ტრანსპორტირებაზე. “ლავასოღლი” დაცვის თანხლებით აეროპორტში გადაიყვანეს და ამჟამადაც იქ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ “ლავასოღლი ბათუმსკი” არაერთხელ დააკავეს უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგ კი გააძევეს უკან შესვლის აკრძალვით. ნიკოლაევში იგი დააკავეს 2014 წლის ივნისში, შემდეგ – ნიკოლაევის ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სპეცრაზმის – “სოკოლის” ჯარისკაცებმა გორაძე დააკავეს საუნა Firebird – ში. დაკავების დროს გორაძეს შეხვედრა ჰქონდა ნიკოლაევის მკვიდრთან, იგორ ნაუმენკოსთან, რომელიც გარკვეულ წრეებში ცნობილია, როგორც “ნაუმი”. როგორც ირკვევა, შეხვედრაზე ნაუმენკომ და გორაძემ უკრაინის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნიკოლაევში გავლენის სფეროების გადანაწილება განიხილეს.
ექვსი თვის შემდეგ გორაძე კიევში გავლენიანი “კანონიერი ქურდების” ე.წ. სხადნიაკზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები