“ჩვენ უახლოეს დღეებში დავამტკიცებთ  „ამინისტიის შესახებ”  კანონპროექტს,  სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და პატიმრების  რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლითაც საზოგადოების უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება დაცული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ ასევე მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც, ძირითადად, ორი კომიტეტი მუშაობს – ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს – ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ უკვე და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტსაც და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ასევე, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული. შესაბამისად, პარლამენტი განაგრძობს მუშაობას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები