აშშ-ში საცხოვრებელ სახლზე თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

ამერიკაში, შტატ მიჩიგანში, მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “The Detroit News” ავრცელებს.
ავიაკატასტროფის შედეგად ხანძარი გაჩნდა, სახლის მაცხოვრებლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა შეძლეს. პოლიცია თვლის, რომ დაღუპულები არიან პილოტი და მისი ორი მგზავრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები