ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კორონავირუსის წარმოშობაზე ისაუბრა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “სინჰუა“-სთან საუბარში კორონავირუსის წარმოშობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევების უმრავლესობა მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ინფექციის პანდემია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცალკეული აფეთქებებით იყო გამოწვეული.

ამასთან, ვან ი-ს თქმით, ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც კოვიდ19-ით ინფიცირების შესახებ განაცხადა.

“როდესაც ჩინეთში უცნობი კორონავირუსი გავრცელდა, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევის, პათოგენის გამოვლენისა და საკვანძო ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ, მათ შორის ვირუსის გენომის ჩათვლით”,- აღნიშნა ჩინეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

ჩინეთში ეპიდემიის გავრცელებიდან კორონავირუსით 96 023 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს 4 782 ადამიანი შეეწირა, 90 031 გამოჯანმრთელდა.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19-ის გავრცელებიდან უკვე თითქმის ერთი წელიწადი სრულდება, მეცნიერებისთვის ვირუსის გავრცელების წყარო უცნობია. პირველადი ინფორმაციით, ვირუსის პირველი შემთხვევა ქალაქ უჰანში, ბაზარში გამოვლინდა და სავარაუდოდ მისი გავრცელება ღამურებიდან მოხდა.

თუმცა, ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს პანდემიის წყაროსთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა არ დაუდიათ, რადგან კვლევა ამჟამადაც მიმდინარეობს.

ასევე იყო გავრცელებული მოსაზრებაც, რომ ვირუსი ხელოვნურად უჰანის ლაბორატორიაშია შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები