მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 83,4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 83 მილიონ 444 ათას 482 მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

როგორც ცნობილია უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 მილიონ 818 ათას 372-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 58 მილიონი ადამიანი.

პირველ ადგილზე დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვით კვლავ აშშ-ი რჩება, სადაც საერთო ჯამში გამოვლენილია დაინფიცირებულთა 19 968 87 შემთხვევა და დაფიქცირებულია 345 737 ლეტალური შედეგი, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 11 მილიონი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები