2 იანვარი ნანა ფაჩუაშვილის დაბადების დღეა

2 იანვარს, მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი დაიბადა. მას 78 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965 წლიდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასშია; მის მიერ შესრულებული სახეები გამოირჩევა გულწრფელობით, უშუალობით და მხატვრული ზომიერების გრძნობით.
მნიშვნელოვანი როლებია: ევა (ი. შტოკის „ღვთაებრივი კომედია”), მზია (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა”), პოლი პიჩემი (ბ. ბრეხტის „სამროშიანი ოპერა”), სონა (ა. ცაგარელის „ხანუმა”), ანისია (ლ. ტოლსტოის „მეუფება წყვდიადისა”), ადელა (ფ. გარსია ლორკას „ბერნერდა ალბას სახლი”), არიცია (ჯ. რასინის „ფედრა”), ლედი ანა (უ. შექსპირის „რიჩარდ III”), ნადეჟდა კრუპსკაია (გ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”), მარიამი (ა. ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი”), იამზე (თ. მეტრეველის „შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი”), ტამორა (უ. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი”), ლიზიკო (თ.ჭილაძის „ნახვის დღე”), ალისა (ი. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა”), მაია (ლ. ქიაჩელის „თავადის ქალი მაია”.
მონაწილეობდა ტელედადგმაში „ჯაყოს ხიზნები” (მარგო) და ტელესერიალში „წვრილვარსკვლავთა ღამე” (ვენერა) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები