ფოთში ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, მალთაყვის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილი დახვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები