საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი.