რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს ახალ, 2021 წელს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი ახალი წელი სპეციფიკურ ვითარებაში აღინიშნება.
“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს ახალ, 2021 წელს გილოცავთ. წლევანდელი ახალი წელი სპეციფიკურ ვითარებაში აღინიშნება – მსოფლიო პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესიც შეცვალა და საკუთრი კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა. ამის მიუხედავად, დღეს ყველა ოჯახი ცდილობს, სათანადოდ გააცილოს ძველი წელი და მშვიდობიანი ახალი წელი უსურვოს საკუთარ ოჯახსა და ქვეყანას. ვისურვოთ, რომ ყველა პრობლემა გაჰყვეს ძველ წელს, 2021 კი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის. ახალ წელს გილოცავთ!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.