მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ნარიმანიძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ნარიმანიძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს. ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენგანისა და მთლიანად საქართველოსათვის!
განსაკუთრებით მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩემს მოხევეებს, დუშელებს, მცხეთელებს, თიანელებს, ხევსურებს, ფშაველებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, ქსნელებს, ხეობელებს, სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას სრულიად მცხეთა მთიანეთში მცხოვრებ თითეულ ოჯახს.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა ჩვენს რეგიონში 2020 წელს განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამა. ავაშენეთ ბაღები და სკოლები,  კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაიგო გზები აშენდა ხიდები და ასე შემდეგ.
არანაკლებ აქტიური იქნება ამ კუთხით 2021 წელი. ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენას გულისხმობს.
2021 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის”, – აცხადებს მანანა ნარიმანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები