შალვა ნათელაშვილი: სწორედ ბატონი რიკერი გვარწმუნებდა, შევსულიყავით პარლამენტში
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის მიერ გიორგი გახარიასთვის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აი, სწორედ ეს ბატონი გვარწმუნებდა ოპოზიციას, რომ შევსულიყავით პარლამენტში“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.