ეროვნული ბანკი: ნოემბერში ლარი დოლარის მიმართ 2.8 პროცენტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2177- დან 3.3087-მდე, ანუ 2.8 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 3.7876-დან 3.9136-მდე, ანუ 3.3 პროცენტით გაუფასურდა.

„ნოემბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.4000, ხოლო მინიმალურმა 3.2327 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 2.8 პროცენტი, ხოლო მინიმალური -2.3 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.5 პროცენტით გაუფასურდა. ხოლო დოლარის მიმართ სომხური დრამი – 1.3 პროცენტით, თურქული ლირა – 0.6 პროცენტით, რუსული რუბლი 5.4 პროცენტით გაუფასურდა. აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.0 პროცენტით გაუფასურდა.

წლიურად როგორც ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ასევე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.8 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ნოემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებული 3.8 პროცენტის ტოლი იყო უკრაინაში, შედარებით მაღალი თურქეთში 14.0 პროცენტი, ბელორუსში – 6.6 პროცენტი, რუსეთში – 4.4 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აზერბაიჯანში – 2.4 პროცენტი, აშშში – 1.2 პროცენტი, სომხეთში – 1.6 პროცენტი და ევროზონაში – -0.3 პროცენტი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები