აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა მიულოცეს, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
მათივე თქმით, გასულ კვირას საქველმოქმედო აქცია დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმაც ჩაატარეს. სამხედროებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები