ყველაზე დატვირთული კახეთის სასტუმროებია – კვლევის შედეგები
დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 7% თბილისში და 9% – კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 14% დააფიქსირდა.
“თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა ყველა რეგიონში გაიზარდა, გარდა თბილისისა. რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება.
ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.
აქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით შემცირდა და -81% შეადგინა. რესტორნებში კი უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 21-27 დეკემბრის პერიოდში წ/წ -65% შეადგენს.