ნოემბერში ეკონომიკა 7.7 %-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9 პროცენტია.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი.
ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები