სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ფასეულობებს ეფუძნება. მჯერა ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ვიზრუნებ ჩვენს პარლამენტებს შორის პარტნიორობის განმტკიცებისა და გააქტიურებისთვის”, – მისალოც წერილში აღნიშნა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა.