ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდის წევრებს ორმხრივი კონსულტაციები, სულ მცირე, ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან გვქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატების თხოვნით მმართველ გუნდს მოლაპარაკებებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ორმხრივი კონსულტაციები ჰქონდა.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე გაირკვევა, თუ საით მიდის პროცესი.

„ჩვენ ასეთი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა გვთხოვეს და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. თითქმის ყველა პარტია იყო, გამოკლებით ერთი ან ორი პარტიის, ვისთანაც არ იმართებოდა ასეთი კონსულტაციები. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩვენ დაველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც ალბათ უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი.

მე ვთქვი, ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი არის მინიმუმ ხუთი. თუმცა, ხუთზე მეტიც არის ასეთი პარტია. კონსულტაციები წარმოებდა ბევრთან, თითქმის, ყველასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრები არ იყო?“, კობახიძე პასუხობს: „ამ ორიდან ერთ-ერთთანაც იყო, მინიმუმ“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები