ირაკლი კობახიძე: ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს, არ უნდა პარლამენტში შესვლა, ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

“ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს, არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და, საბოლოოდ, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა.

არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები