ანრი ოხანაშვილი: პრინციპული დამოკიდებულება, რომ ამინისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, უცვლელი რჩება

“პრინციპული დამოკიდებულება, რომ ამინისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, უცვლელი რჩება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ის პრინციპული დამოკიდებულება და მიდგომა, რომ არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, არ უნდა შეეხოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, კორუფციულ დანაშაულს და ა.შ. ეს პრინციპი მეორე მოსმენის ფარგლებშიც შენარჩუნებული იქნება.
რაც შეეხება იმ საკითხებს, სადაც შეიძლება, ვიმსჯელოთ, გარდა ამ წითელი ხაზებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ასე რომ, საკითხი, თუ რა მუხლები იქნება საბოლოოდ წარმოდგენილი, პრინციპების დონეზე გავაჟღერეთ, დანარჩენი გაჟღერებული იქნება მეორე მოსმენის ფარგლებში და იმ სახის ჩართულობით, ვინც ამ საკითხით იქნება დაინტერესებული. დღეს, იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით, მეორე და შემდგომი მოსმენა დამოკიდებულია იმაზე, თუ გვექნება რიგგარეშე სესია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები