ექსპერტი: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო

სემეკ-ის მიერ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მარეგულირებელმა 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო, გარდაუვალ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი აბულაშვილს.

მისი თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, შესაბამისად, იზრდება იმპორტდამოკიდებულება, ვინაიდან ადგილობრივი გენერაცია მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

„ცხადია, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო, როდესაც იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

ენერგეტიკოსები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას მიზნობრივი სუბსიდირების შესახებ, რომელიც 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება. კერძოდ, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას, დაუსუბსიდირებს არსებულ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება კვების მრეწველობის დარგსაც. ამასთანავე, ქ. თბილისში, ქ.მცხეთასა და ქ.რუსთავში გაზრდილი წყალმომარაგების ტარიფი დაუსუბსიდირდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ჯამურად, მთავრობის სუბსიდიით 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები