უკრაინის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დენის შმიგალმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

პრემიერმინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები, ისევე, როგორც – გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები