სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქვეყანაში გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 15 იანვრამდე აჩერებს საბუთების მიღებასა და შესაბამისობის ცნობის გაცემას შემდეგ სახელმწიფო პროგრამებზე:
· დანერგე მომავალი (ბაღის გაშენება)
· დანერგე მომავალი (სანერგე მეურნეობის მოწყობა)
· ქართული ჩაი
· გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება
· რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა
· მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.