“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ

ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

სავარაუდოდ, შესაძლოა ხვალინდელი განხილვების პროცესში დაზუსტდეს, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაახლოებით 800 ადამიანია, ვისაც უშუალოდ ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680-მდე პირი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები