ირაკლი კობახიძე: საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება აშშ-სგან არასდროს მიუღია
საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება აშშ-სგან არასდროს მიუღია – რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს ხედავენ. ეს მათ განცხადებებში აისახება. ეს აისახება მათ შორის იმაში, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური დახმარება მივიღეთ. საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება არასდროს მიუღია.
რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება. ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.