“ძალიან გაჯეჯილდნენ კომპანიები – “ინტერ-რაო” და “ენერგო-პრო?” – ამირან სალუქვაძე ელექტროენერგიის ტარიფზე

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რა თქმა უნდა, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება მოხდეს სუბსიდირება იმ მომხმარებელთათვის, ვინც 300 კვტ-მდე ენერგიას მოიხმარს, თუმცა.

პირადად ორი რამ მაინტერესებს:

1. რას გვაძლევს სათითაო მოქალაქეს ენერგო პროექტები (ნავთობ და გაზსადენები), ჰესები, თბოელექტროსადგურები ენერგო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარდა? როგორ აისახება ყოველივე ეს ტარიფებში?

2. დღეს როგორც სემეკ-ის სხდომაზე გაცხადდა, ენერგო კომპანიების ხარჯების მხოლოდ 18,5% იქნა ჩათვლილი. დანარჩენი, როგორც ჩანს, ენერგოკომპანიების ტოპ-მენეჯერების კეთილდღეობას ხმარდება, რაც ათეულობით მილიონს შეადგენს. ძალიან გაჯეჯილდნენ ეს კომპანიები, ინტერ-რაო და Energo-Pro?”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები