ირანში საკუთარი ვაქცინის ცდების პირველი სტადია მოხალისეებზე დაიწყეს
ირანში ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების პირველი სტადია მოხალისეებზე დაიწყო.
პროცესს ჯანდაცვის მინისტრი, საიდა ნამაკი და მეცნიერებათა საკითხებზე ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, სურენ სათარი ესწრებიან.
IRNA-ს ინფორმაციით, პირველი ირანული ვაქცინა სახელწოდებით “კოვო-ირან”-ი იმამის დაქვემდებარებაში მყოფი მკვლევართა ჯგუფის შტაბის მიერ შემუშავდა.
პირველი მოხალისე გახდა შტაბის ხელმძღვანლის ქალიშვილი, თაიებე მოჰბერი.