„იგი მუდამ ამაყობდა, რომ მას დიდ სცენაზე გზა დაულოცა დიდმა ზურაბ ანჯაფარიძემ“
გამოჩენილი ქართველი მომღერალი, საამაყო ტენორი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, ბათუმის საოპერო თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი ალეკო ხომერიკი გარდაიცვალა. ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, როდესაც მომღერალი რადიოპროგრამა „ჩვენი საგანძურის“ სტურმარი იყო.
„დიდად სამწუხაროა შესანიშნავი მომღერლისა და პიროვნების გარდაცვალება. იგი ხშირად იგონებდა და მუდამ ამაყობდა, რომ მას დიდ სცენაზე გზა დაულოცა დიდმა ზურაბ ანჯაფარიძემ და მისი ღირსეული შემცვლელი გახდა.
აქ წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია 2011 წლის 22 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსტუდიაში, როცა იგი მოვიწვიე საავტორო გადაცემაში „ჩვენი საგანძური“, რომელიც „საუკუნის მოცეკვავის“ ფრიდონ სულაბერიძის 70 წლისთავს მიეძღვნა. აუნაზღაურებელია ალექსანდრე ხომერიკის ამ ქვეყნიდან წასვლით გამოწვეული დანაკლისი. ნათელი და მარადიული ხსოვნა მის სულს“, – წერს ივანე ჯაფარიძე.