აშშ-ში მხოლოდ დეკემბრის თვეში 63 000 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც წინა თვესთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია

აშშ-ში პანდემიის დაწყების დღიდან დეკემბერი არის ყველაზე კრიტიკული თვე. 26 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 63 ათასი კოვიდინფიცირებული. ნოემბრის თვეში გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 36 964.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა. ხოლო 333 125 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიისა და სან ხოაკინის ხეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები ამოიწურა, – ამის შესახებ განაცხადა კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება აშშ-ში ზოგად ეპიდვითარებას, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში ეპიდ სიტუაცია უფრო დამძიმდება დღესასწაულების შემდეგ „ბნელი დღეები“ ჯერ კიდევ წინაა. მისი თქმით, ამჟამად არის ის კრიტიკული მომენტი, როდესაც გაზრდილმა მობილობამ და დღესასწაულების პერიოდში ხალხმრავალმა შეკრებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება და ჯანდაცვის სექტორზე დაწოლის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები