ევროპის 8 ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიწოდება შეყოვნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიწოდება ევროპის 8 ქვეყანაში შეყოვნდა და ამის მიზეზი ვაქცინის შენახვის ტემპერატურასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემაა, – ამის შესახებ ესპანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ.

ესპანეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ ბელგიაში მდებარე, Pfizer-ის დამამზადებელი ქარხნიდან მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ესპანეთში ვაქცინა ორშაბათის ნაცვლად სამშაბათს ჩავა, რაც გადაზიდვის პროცესში ტემპერატურის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემით არის გამოწვეული.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის მიწოდების პროცესი ევროპის კიდევ შვიდ ქვეყანაში შეფერხდა, თუმცა, უწყება აღნიშნულ ქვეყნებს არ ასახელებს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინისთვის ტრანსპორტირების საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან მისი შენახვა დაახლოებით -70 გრადუს ცელსიუსზეა საჭირო. 2-დან 8 გრადუს, ანუ ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე მისი შენახვა  მხოლოდ რამდენიმე დღით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები