გიგა ბოკერია: ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო
“ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოსთან” ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება.
„ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ამას არ დავმალავ არანაირად, არა მხოლოდ პერსონალური ურთიერთობის გამო, პოლიტიკურადაც. გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, ელენე “ევროპულ საქართველოსთან” ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება, ამიტომ, მას წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ამოცანები და ღირებულებები ჩვენ საერთო გვაქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.
ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი თქმით, ის არცერთ სხვა პარტიაში არ გადადის და რჩება ოპოზიციურ ერთობაში.