ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, პარლამენტში იდეალურ სურათს უახლოესი თვეების განმავლობაში მივიღებთ

“მჯერა, რომ გაივლება ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული მუშაობის რესურსი და შედეგად მივიღებთ სწორედ ისეთ პარლამენტს, სადაც ჯანსაღი ოპოზიციური ძალები იქნებიან წარმოდგენილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

„საბოლოოდ, მჯერა, რომ გაივლება ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული მუშაობის რესურსი და  შედეგად მივიღებთ სწორედ ისეთ პარლამენტს, სადაც არ იქნება წარმოდგენილი რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ იქნებიან წარმოდგენილი ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. ვფიქრობ, რომ იდეალურ სურათს მივიღებთ პარლამენტში უახლოესი თვეების განმავლობაში. ესეც არის ერთ-ერთი მყარი არგუმენტი. ვისთვისაც თვითმიზანია საუბარი გაყალბებაზე მტკიცებულებების გარეშე, ისინი ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ, მაგრამ ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ რაღაც იყო გაფუჭებული და დღეს უკვე რწმუნდება იმაში, რომ გაყალბებული არჩევნები არ არის, მათთან, ბუნებრივია, არის რესურსი საუბრის ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე, რაც განიხილებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ მათთან განვაგრძობთ საუბარს და ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ, საბოლოოდ, ჩვენ შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები