ნათია თურნავა: „ქართლი ტექსტილის“ საწარმოში უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 4 ათასამდე გაიზრდება
„ქართლი ტექსტილის“ საწარმოში უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 4 ათასამდე გაიზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, განხორციელდა.
„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოსა და რეგიონს ახალი ტექსტილის საწარმოს გახსნა, მინდა ასევე მივულოცო ინვესტორებს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ჩვენთან ახალი ინვესტიცია ხორციელდება.
უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 4 ათასამდე გაიზრდება. ეს არის ძალიან ძლიერი კონკურენტუნარიანი ქართული ჯგუფი, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს და, მიუხედავად პანდემიისა, არ გაჩერებულა და კიდევ უფრო მეტად გაიმყარა საერთაშორისო ასპარესზე თავისი კონკურენტუნარიანობა, არაერთ ცნობილ სპორტულ კლუბს აწვდის ტანსაცმელს, რომელიც საქართველოშია შეკერილი და მათ წარმატებს ვუსურვებ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, განხორციელდა. მიწა ინვესტორს საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებებით გადაეცა და ჩვენ, ყველა მომსწრენი ვართ, როგორ ეს ვალდებულებები წარმატებით სრულდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა.