ჟირინოვსკიმ რუსეთის მომავალი, სავარაუდო პრეზიდენტები დაასახელა

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ დაასახელა ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გახდნენ ქვეყნის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტობაზე პრეტენზიის გამოთქვა შეუძლია ამჟამინდელ პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს, ასევე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევს.

გარდა ამისა, ჟირინოვსკიმ მინიშნება საკუთარი თავის მისამართითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი გახდება ის პირი, რომელსაც ქვეყანა უკვე 30 წელია, ელოდება.

ასევე, მან თქვა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები