ნიკა მელია: “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას 4-პუნქტიან, მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან მისი პარტია საზოგადოებას 4-პუნქტიან, მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს.

როგორც მელიამ პარტიის ყრილობაზე, ტრიბუნიდან განაცხადა, წახალისებული იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს.

“დღეიდან ჩვენ გთავაზობთ, დავნერგოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, მეტი დემოკრატიულობის, მეტი გახსნილობის, მეტი ჩართულობის მიმართულებით. პირველი – ესაა ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება. ჩვენი ოფისები გახდება ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლიათ იდეით მოვიდეს, იმუშაოს მის განვითარებაზე, და ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

მეორე – წახალისებული და მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალურ-პოლიტიკური თანასწორობას, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის განვითარებას.

მესამე – ნაციონალური მოძრაობის ოფისები არა პარტიული ბიუროკრატიული ოფისების ნაწილად ჩამოყალიბდება, არამედ მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრებად.

მეოთხე – თქვენი ჩართულობისა და გაძლიერების მიზნით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის მიერ დაფინანსებით, საჯარო მონაწილეობის მოდელზე გადადის. თითოეულ თქვენგანს, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ “ნაციონალური მოძრაობის” დელეგატი, წარმომადგენელი გახდეთ. სიმბოლური შენატანით. საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას სჭირდება მას”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები