გიგი უგულავა: ვიდრე ოპოზიცია შევა პარლამენტში, მანამდე რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, აუცილებელია მათი მოთხოვნები შესრულდეს და პირველ რიგში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

უგულავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.

“ეს არის პარლამენტი, სადაც ბრიყვულად გამოდიან და იძახიან, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ვართო და გიჟებივით სხედან მარტო სახლში. რა უნდა ელაპარაკო?! ვიდრე ოპოზიცია შევა პარლამენტში, მანამდე რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს” ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები