დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამის არსებობა დაადასტურეს ევროპის ქვეყნებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, შვედეთმა – კოვიდის ახალი შტამი აღმოჩენილია გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში

“დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამის არსებობა დაადასტურეს ევროპის ქვეყნებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, შვედეთმა, კოვიდის ახალი შტამი აღმოჩენილია გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში”,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ახალი შტამის არსებობა დადასტურდა იაპონიაშიც და კანადაშიც.

როგორც უცხოური მედია წერს, ქვეყნების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კოვიდის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის განმარტებით, წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი ვარიანტი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება“,-წერს უცხოური მედია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები