ლოს-ანჯელესში, ექიმების განცხადებით, ადამიანური რესურსებისა და საწოლების ნაკლებობა გამოიწვევს კოვიდ პაციენტების მოვლის ხარისხის ვარდნას, რაც აისახება სიკვდილიანობის ზრდაზე

ლოს-ანჯელესში, ბოლო დღეების განმავლობაში, პანდემიის მხრივ ზოგადი სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იწვევს ჯანდაცვის სექტორის სრულ კოლაფსს – მზარდია კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი, იწურება საავადმყოფოების რესურსები და ექიმების შიშობენ, რომ მოუწევთ იზრუნონ იმ პაციენტების გადარჩენაზე, რომელთა მდგომარეობაც მეტადაა სიცოცხლესთან თავსებადი. ექიმების განცხადებით, ადამიანური რესურსებისა და საწოლების ნაკლებობა გამოიწვევს კოვიდ პაციენტების მოვლის ხარისხის ვარდნას, რაც თავისთავად, აისახება სიკვდილიანობის ზრდაზე. კოვიდ აფეთქებების მიზეზებად სახელდება რეგულაციების უგულებელყოფა მოლებში, სასურსათო და არაძირითად მაღაზიებში, რესტორნებსა და საჯარო დაწესებულებებში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები