ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ – გოჩა ლორთქიფანიძე

ჰააგასთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ წლის განმავლობაში 200-მდე კომუნიკაცია იყო. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჰააგის სასამართლოს გამოძიებასთან, რომელსაც პროკურორის ოფისი წარმართავს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმ,, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

„მე ჯერ მოსამართლეობის კანდიდატი ვარ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამ არჩევნების და იმის მნიშვნელობა, რომ საქართველოს ჰყავს მოსამართლე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, არ განისაზღვრება რომელიმე კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, არამედ განისაზღვრება უფრო გლობალურად.

ამ ქვეყანას ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულებაში. რა თქმა უნდა, პროცედურებით ამას სჭირდება გარკვეული ვადა და ეს ვადა შეიძლება ყველაზე მცირე, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია პროცედურაზე, სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაზე. ერთი რამ ნათელია, როდესაც ეს ყველაფერი შეჯერდება სასამართლოსთან, რამდენიმე თვეში დადგება მომენტი, როდესაც დამიძახებენ ჰააგაში და შევუდგები ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას.

ჰააგასთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ წლის განმავლობაში 200-მდე კომუნიკაცია იყო. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჰააგის სასამართლოს გამოძიებასთან, რომელსაც პროკურორის ოფისი წარმართავს. ეს თანამშრომლობა იმ ფარგლებში ვითარდება, რა ფარგლებიც დაადგინა წინასასამართლო პალატამ, როდესაც 2016 წლის იანვარში ქალბატონ ბენსუდას მისცა უფლება, დაეწყო გამოძიება ომის საქმეზე. რა სამართლებრივი პარამეტრებია მოცემული ამ ნებართვაში – სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წელს რაც მოხდა, ეს იყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. მეორე – რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონზე და მესამე – ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტები და პრინციპები განსაზღვრავს გამოძიების პარამეტრებს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იგივე მტკიცებულებათა ბაზით ვხელმძღვანელობთ, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები