აგროწარმოების ხელშეწყობაზე 9.6 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობისთვის 9.6 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა და პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 384 ხელშეკრულება.
სამინისტროს ინფორმაციით, 252 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50% დაუფინანსდა. ბენეფიციარებს ასევე დაუფინასდათ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები