იპოთეკური სესხები წლიურად 11.4%-ით გაიზარდა
1-22 დეკემბრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 11.4%-ით არის გაზრდილი.
ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1 პპ-ით გაიზარდა და 37.6%-ს შეადგინა.
ორგანიზაციამ შეაჯამა სუბსიდირების პროგრამის ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც, ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებით მესამედია, რაც იმას ნიშნავს, რომ, სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბერში პოზიტიურია.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ გაყიდვებში ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა სუბსიდირების პროგრამის დაწყებამდე, ივნისში ახალი ბინების ფასი (დოლარი) წლიურად, დაახლოებით, -10%-ით იყო შემცირებული, ხოლო სექტემბერ-ნოემბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 2019 წლის მსგავს ნიშნულს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, იპოთეკურსი სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ვადა 1 კვირაში იწურება.