“კომისიამ დაასკვნა, რომ ადამიანური შეცდომა ნამდვილად მოხდა, რისთვისაც პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე, NDI-ის ექსპერტებს, რომლებსაც „სამართლიანი არჩევნები“ ქირაობს” – ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე

“PVT ISFED-ის პასუხისმგებლობით კეთდება, თუმცა, დამოუკიდებლად იგი ამას არ აკეთებს, ამისთვის ISFED ქირაობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და უბნების შეჩევას”, – ამის შესახებ ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანიამ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, NDI გარკვეულწილად ეხმარება და მხარს უჭერს ISFED-ს მონაცემების ანალიზში, თუმცა, საბოლო პროდუქტზე პასუხისმგებელი არის „სამართლიანი არჩევნები“, რადგანაც მთელი ამ აღნიშნული პროცესის დამკვეთი არის ISFED-ი.
„კომისიამ აღმოაჩინა შემდეგი ტიპის ხარვეზი – მაშინ, როდესაც ოქმებში საარჩევნო სუბიექტების ხმების რაოდენობას პლუს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა უნდა უდრიდეს უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო თუ არის აცდენა, ეს არის ლოგიკური პრობლემა. აღნიშნული ლოგიკური ამოცანების ნუსხა ISFED-მა მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა, წერილობით არ იყო მიწოდებული. NDI-მ დამოუკიდებლად ამის გარკვევა ვერ შეძლო, საკითხი შეხვედრაზე განხილული იყო თუ არა, ამიტომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დავინახეთ ის პასუხისმგებლობა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემის ექსპლიციტურაც, წერილობითი კომუნიკაცია არ მოხდა.
ISFED არჩევნების წინა დღეებში PVT პროგრამულ უზრუნველოყოფას ტესტავს, თუმცა, ტესტირების მომენტში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტი არ ითვლება. შეუძლებელი იყო, რომ ISFED -ს მანამდე გამოევლინა შეცდომები და ამიტომ დაგვიანდა არსებული ხარვეზების გამოაშკარავება.
კომისიამ დაასკვნა, რომ PVT-ის ფორმულაში ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო, რისთვისაც პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე, NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამული ვალიდურობა „სამართლიან არჩევნებთან“ არ გადაამოწმეს.
ასევე, დაისვა კითხვები, ხომ არ იყო ISFED-ზე ზეწოლა, შანტაჟი და ა.შ. რასაც კომისია კატეგორიულად უარყოფს – მსგავს მცდელობებს „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მიმართ არ ჰქონია”, – განაცხადა ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები