პაატა იმნაძე: COVID-ის ტესტირებაზე მიმართვიანობა ეცემა, მცირე სიმპტომებზეც ჩაიტარეთ გამოკვლევა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გამოკვლევებზე მიმართვიანობა შემცირებულია და დღეში საშუალოდ 14 000 ტესტი ტარდება, როცა ქვეყანას 20-22 ათასიის რესურსი აქვს.
იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც აუცილებლად დაუკავშირდნენ ექიმს და ჩაიტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე:
“სამწუხაროდ, ვხედავ რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მიმართონ. ჩვენს ქვეყანას დღს თავისუფლად შეუძლია 20-22 ათასი ტესტის კეთება დღეში. სამწუზაროდ 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა მაინც ნაკლებად მიდიან. ამის პრობლემა ქვეყანაში არ არის და ყვეალს ვთხოვ ვისაც ცოტა სიმტპტომები მაინც ექნებათ აუცილებლად ჩაიტარონ ტესტი” – ამბობს პაატა იმნაძე.